LINUX-ის LPIC-1 კურსი — ასოციაცია გრენა

ასოციაცია გრენა

LINUX-ის LPIC-1 კურსი

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია "გრენა" 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.

ასოციაცია გრენას საქმიანობა ხორციელდება შემდეგი ძირითადი მიმართულებით:

  • მომხმარებლებისთვის IT სფეროში სერვისების მიწოდება და ახალი, ინოვაციური სერვისების დანერგვა.
  • სწავლება საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
  • სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროექტების მომზადება და განხორციელება.
  • მომხმარებლებისთვის პროგრამული პროდუქტების და კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებების მიწოდება.
  • ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა.

საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია გრენა 2012 წლიდან არის Linux Professional Institute-ს პირველი ოფიციალური აკადემიური პარტნიორი საქართველოში. Linux Professional Institute არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც Linux-ისა და Open Source ტექნოლოგიების ცოდნის გლობალურ სტანდარტს ადგენს. გრენას აკადემია აცხადებს მიღებას Linux-ის LPIC-1 კურსზე.

LPIC-1 გათვლილია Linux-ის დამწყები ადმინისტრატორებისათვის. ამ კურსის გასავლელად არ მოგეთხოვებათ Linux-ის წინასწარი ცოდნა. სტუდენტი შეიძენს Linux ოპერაციულ სისტემასთან მუშაობის საბაზისო ცოდნას და უნარ-ჩვევებს.

კურსის დაწყების თარიღი: 5 ოქტომბერი, 2026

კურსის ლექტორი: თემურ მაისურაძე, სერტიფიცირებული, დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე ინსტრუქტორი

კურსის ხანგრძლივობა: 3.5-4 თვე

ლექციების სიხშირე: კვირაში 3-ჯერ (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, 17:00-19:00 საათი)

დასწრების ფორმა:

  • ფიზიკური: (17 ადგილი)
  • დისტანციური: (10 ადგილი)

ლექციების ჩატარების ადგილი: მარშალ გელოვანის 23, კორპუსი 6, პირველი სართული

კურსის ღირებულება: 1200 ლარი (20% ფასდაკლება სტუდენტებისა და დამამთავრებელი კლასების სკოლის მოსწავლეებისთვის)

კურსის საუკეთესო სტუდენტს დაუფინანსდება LPIC-1 გამოცდა გრენას Pearson VUE საგამოცდო ცენტრში.

ლექციების ჩატარების ენა: ქართული (ინგლისურენოვანი კომპონენტებით, სასწავლო მასალა არის ინგლისურ ენაზე)

კურსის სილაბუსი: Course syllabus