ლეგალ წარმოების სპეციალისტი — პაბ ინვესტი

პაბ ინვესტი — ლოგო
პაბ ინვესტი

ლეგალ წარმოების სპეციალისტი

შეთანხმებით აქტიური თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

„პაბ ინვესტი“ - საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მოქმედი ფინანსური ორგანიზაცია გთავაზობთ დასაქმებას. გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მიიღე მრავალპროფილური კვალიფიკაცია, რითაც შეძლებ დაეხმარო ადამიანებს ფინანსური მდგომარეობის რეაბილიტაციაში.

იმუშაო ჩვენთან, ნიშნავს, შეუერთდე საქართველოს ბაზრის ლიდერ კომპანიას, რომელიც 2019 წლიდან ახორციელებს ინვესტიციებს, თანამშრომლობს არაერთ საერთაშორისო ფონდთან და ორგანიზაციასთან.

პაბ ინვესტი აცხადებს ვაკანსიას ლეგალ წარმოების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:

ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით 09:30-18:30 საათამდე

ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი.

ძირითადი ფუნქციები:

  • აღსრულების ეტაპზე არსებული საქმის წარმოება, კომუნიკაცია აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან/კერძო აღმასრულებელთან, საქმის წარმართვა აღსრულების ეროვნულ ბიუროში და პრობლემური სესხების მართვასთან დაკავშირებული სხვა ქმედებები;
  • დებიტორებთან (მომხმარებელთან) ურთიერთობა/კომუნიკაცია და გადახდების კონტროლი;
  • პორტფელის სისტემური მონიტორინგი, მიმდინარე ვადაგადაცილებული/პრობლემური სესხების პორტფელის მართვა და ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული);
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Microsoft Word, Excel);

პიროვნული და სხვა უნარჩვევები:

  • ეფექტური მოლაპარაკებების უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

გთავაზობთ:

  • განვითარებას და კარიერულ წინსვლას;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ფიტპასი;

უპირატესობები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები