Kaiser Epilation
ლაზერული ეპილაციის სტუდიების ქსელის მენეჯერი
შეთანხმებით
ახალი
თბილისი · ადგილზე
სრული განაკვეთი
Kaiser Epilation აცხადებს ვაკანსიიას: ლაზერული ეპილაციის სტუდიების ქსელის მენეჯერის პოზიცია
ძირითადი მოვალეობები:
- თანამშრომლების აღრიცხვა და ადმინისტრირება, თანამშრომელთა მონაცემთა ბაზის მართვა. შვებულებების, ბიულეტენების (საავადმყოფო ფურცლების) და დასვენების დღეების (Day Off) გაფორმება და კონტროლი.
- მომსახურების ხარისხის კონტროლი და მომხმარებლებთან ურთიერთობა, მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი დონის შენარჩუნება, წარმოქმნილი საკითხების და პრობლემების ოპერატიული გამოვლენა და მათი ეფექტური გადაჭრა.
- თანამშრომლების შერჩევა და ადაპტაცია: ვაკანსიების განთავსება და განახლება; კანდიდატების განხილვა და გადარჩევა; გასაუბრებების ორგანიზება და ჩატარება; ახალი თანამშრომლების სწავლება და მათი მხარდაჭერა ადაპტაციის პერიოდში.
- ხელმძღვანელებთან კომუნიკაცია კადრების შერჩევისა და გუნდის მუშაობის ეფექტიანობის საკითხებზე.
- გუნდის მუშაობის ორგანიზება, თანამშრომლების სამუშაო გრაფიკების შედგენა და მართვა, ასევე გუნდის დროული ინფორმირება განრიგში ცვლილებების, დავალებებისა და კომპანიის პროექტების შესახებ.
- მომხმარებლების კონსულტირება, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის კომპანიის სერვისების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება და კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა.
- ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია და ანგარიშგება, შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება უშუალო ხელმძღვანელობისთვის და დასახული დავალებების დროული შესრულება.
- კომპანიის შიდა განაწესის დაცვა, სამსახურებრივი მოვალეობებისა და კომპანიის შიდა რეგლამენტების ზედმიწევნით დაცვა, თანამშრომლების კითხვებზე და საჭიროებებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება.
მოთხოვნები:
- აღნიშნულ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- რუსული ენის ცოდნა C1–C2 დონეზე.
- კომპიუტერის ცოდნის მაღალი დონე;
- საკომუნიკაციო უნარები: ურთიერთობის და მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი, ასევე დისტანციურ გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა.
- პასუხისმგებლობა: საკუთარი დროის ეფექტური მართვა და დავალებების შესრულება სამუშაო გრაფიკთან შესაბამისობაში.
პირობები:
- მუშაობის მოსახერხებელი გრაფიკი, კომფორტულ ოფისში, მეტრო დელისთან ახლოს (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10-დან 19 სთ-მდე);
- ხელფასი განისაზღვრება გასაუბრების შედეგებიდან გამომდინარე;
- შრომის დროული ანაზღაურება თვეში ორჯერ.
- ახალგაზრდა და მეგობრული გუნდი