ლაზერული და პლაზმური ჭრის ჩარხის ოპერატორი — სსიპ სახ. სამხედრო სამეცნიერო-ტექ. ცენტრი დელტა

სსიპ სახ. სამხედრო სამეცნიერო-ტექ. ცენტრი დელტა

ლაზერული და პლაზმური ჭრის ჩარხის ოპერატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ლაზერული და პლაზმური ჭრის ჩარხის ოპერატორის პოზიციაზე.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ცენტრი "დელტა" წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ერთადერთ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დაპროექტებაზე, შექმნაზე, სერიულ წარმოებასა და ტექნიკის რემონტზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებითა და დარგის ექსპერტებით.

ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ.
მდებარეობა: ქ.თბილისი გაბრიელ სალოსის გამზ. 191დ

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს;
** თანამშრომელთა გადამზადებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური/საოჯახო);
** კორპორაციულ სატელეფონო ნომერს;
** კორპორაციულ ფიტპასს;

ფუნქცია-მოვალეობები:

** ნახაზების კითხვა, ტექნოლოგიური ინსტრუქციების გამოყენებით მუშაობა;
** ლაზერული და პლაზმური ჭრის ჩარხის სამუშაოდ მომზადება;
** ლაზერული და პლაზმური ჭრის ჩარხებზე რეგლამენტური სამუშაოების ჩატარება მათი მუშა მდგომარეობის შესანარჩუნებლად;
** პროგრამული ფაილების გადატანა ქსელიდან ჩარხზე;
** ლაზერული და პლაზმური ჭრის ჩარხის თავაკების შერჩევა ლითონის სისქის და მარკის მიხედვით;
** ლაზერული და პლაზმური ჭრის ჩარხის რეჟიმების შერჩევა მასალის სისქის და მარკის გათვალისწინებით;
** ლაზერული და პლაზმური ჭრის პროგრამული ჩარხის მუშა პროცესის მართვა;
** პირველი დეტალის შემოწმება (წარდგენა) უბნის უფროსთან და წუნმდებელთან;
** მზომი და საკონტროლო ინსტრუმენტის გამოყენება;
** ჟანგბადის და სხვა გაზების ბალონების მოხმარების წესების ზედმიწევნით განსაკუთრებული სიფრთხილით დაცვა;
** ტექნიკური უსაფრთხოების და ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა;
** ასრულებს ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებებსა და მითითებებს კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება ლაზერული და პლაზმური ჭრის მიმართულებით (სასურველია);
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** უსაფრთხოების წესების დაცვის, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების და ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ტექნიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა და ხარისხზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი.

შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს:

** განცხადებების გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) შედგენილი ქართულ ენაზე, გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: , სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ლაზერული და პლაზმური ჭრის ჩარხის ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.