ლაბორატორიული მიმართულების უფროსი — საქართველოს კლინიკები

საქართველოს კლინიკები

ლაბორატორიული მიმართულების უფროსი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"საქართველოს კლინიკები" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

"საქართველოს კლინიკები" ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს!

"საქართველოს კლინიკები" აცხადებს ლაბორატორიული მიმართულების უფროსის ვაკანსიას თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, ცინცაძის 24ა

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ქსელის მასშტაბით ლაბორატორიული სერვისების უწყვეტი და შეუფერხებელი მიწოდების პროცესის მხარდაჭერა და მონიტორინგი;
  • ქსელის მასშტაბით, ლაბორატორიული სერვისის კლინიკის საქმიანობასთან შესაბამისობის განსაზღვრა; კლინიკის ხელმძღვანელობასთან ერთად, ლაბორატორიული სერვისის შეუფერხებელი მიწოდებისთვის საჭირო ყველა საქმიანობის განხორციელება;
  • ქსელის მასშტაბით, ლაბორატორიული სერვისის მიწოდებისთვის აუცილებელი პროცედურებისა და გაიდლაინების დანერგვა და აღსრულების მონიტორინგი;
  • ქსელის მასშტაბით, ლაბორატორიული მიმართულებით შემუშავებული შიდა რეგულაციების დანერგვა და მონიტორინგი;
  • ლაბორატორიული სერვისის მიწოდებისას, კომპანიის მიერ გაწერილი მომსახურების სტანდარტების დაცვის აღსრულების მონიტორინგი;
  • ლაბორატორიული მიმართულების სამუშაოს მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა შესაბამის პირებთან;
  • გადაუდებელი საჭიროების დროს (პანდემია, ეპიდემია) სამოქმედო პროტოკოლის შექმნა;
  • დადგენილი პერიოდულობით, კლინიკებში ვიზიტი და სამუშაო პროცესის ადგილზე შესწავლა;
  • სადავო შემთხვევების/პაციენტების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების მოკვლევა, ექსპერტული შეფასების პროცესში მონაწილეობა; საჭიროების შემთხვევაში, იურიდიულ განყოფილებასთან თანამშრომლობა, მათ შორის, სასამართლო დავების შემთხვევაში;
  • საჭიროების შემთხვევაში, დაფიქსირებული პრეტენზიების ან პროცესში აღმოჩენილი ხარვეზების ანალიზის საფუძველზე, ცვლილებების ინიცირება/პროცესის შესაბამისად გამართვისათვის რეკომენდაციების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
  • საერთაშორისო მასშტაბით, სფეროში არსებული სიახლეების/ტენდენციების მეთვალყურეობა და ქსელში დანერგვის ინიცირება;
  • ქსელის მასშტაბით, არსებული ლაბორატორიული სერვისების განვითარებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების იდენტიფიცირება, დანერგვის ინიცირება და აღსრულების მონიტორინგი;
  • ქსელის მასშტაბით, ლაბორატორიების ფუნქციონირების ხარჯთეფექტურობის მონიტორინგი და შესაბამისი ანალიზი;
  • ქსელის მასშტაბით, ლაბორატორიული მიმართულებით ყველა საჭირო ინფორმაციის, სიახლის გადაცემა და თანამშრომელთა დროული ინფორმირება;
  • სამედიცინო პერსონალის უწყვეტი სამედიცინო განათლების/კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის ხელშეწყობა;

ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება ლაბორატორიული მედიცინის მიმართულებით;
  • აუცილებელია სამედიცინო სფეროში მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი სამუშაო, მათ შორის, 2 წელი სამედიცინო ლაბორატორიის მართვის მიმართულებით;
  • სამედიცინო ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  • ყურადღება და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად გამოყენება;
  • ანალიტიკური აზროვნება;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 07 აგვისტო, 2026.

1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;

2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.

3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).

4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.

5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება