ლაბორატორიის ტექნიკოსი — MAQRO Construction

MAQRO Construction — ლოგო
MAQRO Construction

ლაბორატორიის ტექნიკოსი

შეთანხმებით ახალი საგარეჯო · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს MAQRO Construction არის MAQRO ჯგუფის მამოძრავებელი ძალა. კომპანია აშენებს ავტომაგსიტრალებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, სასტუმროებს, რესტორნებს, მაღაზიებსა და ოფისებს, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ავტომაგისტრალის სამშენებლო ობიექტზე ლაბორატორიის ტექნიკოსის პოზიციაზე

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი - საგარეჯო
  • სამუშაო საათები 08:00 -17:00 (ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათები ანაზღაურდება დამატებით)
  • ანაზღაურება კვალიფაკაციის მიხედვით

ძირითადი მოვალეობები:

  • ნიმუშების მომზადება: ბეტონის, ნაღმტყორცნების, გრუნტის, ქვიშა-ხრეშის ნარევებისა და ასფალტის ნიმუშების დამზადება და სტანდარტების შესაბამისად დამუშავება.
  • ლაბორატორიული ტესტირება: ნიმუშების გამოცდა კუმშვაზე, ღუნვასა და სხვა ფიზიკურ მაჩვენებლებზე სპეციალური დანადგარების (მაგ: პრესის) გამოყენებით.
  • ხელსაწყოების მართვა: ლაბორატორიული აღჭურვილობის გამართულობის კონტროლი, მათი გასუფთავება და სტანდარტული მოვლა.
  • დოკუმენტაციის წარმოება: ტესტირების შედეგების ზუსტი ჩაწერა და მონაცემთა ბაზაში ასახვა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სიზუსტე

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე სულ მცირე 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
  • განათლება ტექნიკური ან საინჟინრო მიმართულებით (სასურველია მშენებლობის ან მასალათმცოდნეობის ფაკულტეტი)
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel)

კომპანია გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას, კორპორატიული ნომერს (ულიმიტო პაკეტით)

უპირატესობები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • უფასო კვება
  • კორპორატიული მობილური პაკეტი