ლაბორანტი- ქობულეთი
კომპანია "Park Gida" აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტის პოზიციაზე.
შ.პ.ს. "Park Gida" წარმატებით პოზიციონირებს საქართველოს ბაზარზე. იგი ეწევა სამრეწველო საქმიანობას და მომხმარებელს სთავაზობს წყალს; კომპანიის პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
ვეძებთ მოტივირებულ გამოცდილ თანამშრომელს.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიაში არსებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
- ნიმუშების მომზადება/მართვა, ლაბორატორიული დოკუმენტაციის მართვა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; 09:00 საათიდან 18:00 საათამდე;
ანაზღაურება: განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით;
მისამართი: ქ. ქობულეთი, სოფელი ხუცუბანი, მე-5უბანი, ქუჩა N46ა