ლაბორანტი
შპს "მედლაბ 2024" აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ბიოლოგიური მასალის მიღება, მომზადება და კვლევისთვის დამუშავება;
- ლაბორატორიული ანალიზების ჩატარებაში მონაწილეობა;
- ლაბორატორიული აპარატურისა და ინვენტარის სწორად გამოყენება;
- კვლევის შედეგების აღრიცხვა და დოკუმენტირება;
- სამუშაო ადგილისა და აპარატურის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
- ბიოუსაფრთხოებისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამისი განათლება ლაბორატორიულ/სამედიცინო სფეროში;
- ლაბორატორიულ სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ცოდნა და უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე;
- ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- ჰიგიენისა და ბიოუსაფრთხოების წესების ცოდნა და დაცვა;
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ზ. ანჯაფარიძის I შესახვევი, #2
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი 10:00-17:00, შაბათი 10:00-14:00