ლაბორანტი
სს "ნიკორა მენეჯმენჯ ჯგუფის" შვილობილი კომპანია "ალმა ვეკო ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტის პოზიციაზე:
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00;
- ადგილმდებარეობა: თბილისი, ალექსეევკას ქვედა დასახლება;
- ანაზღაურება: 1300 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კვლევის ჩასატარებლად მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება, საკვლევი მასალების მომზადება და ნიმუშების აღება;
- ნედლეულის, შუალედური და მზა პროდუქციის ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, კვლევის შედეგების აღწერა და დოკუმენტირება;
- კვლევის შედეგების საფუძველზე მზა პროდუქციის ხარისხის დოკუმენტების გაცემა;
- მზა პროდუქციის ეტიკეტების შემუშავების პროცესში აქტიური ჩართულობა;
- ხარისხის სტანდარტების (ISO 22000, ISO 14000, ISO 9001) შემუშავება, დანერგვასა და შენარჩუნების პროცესში აქტიური ჩართულობა;
- ლაბორატორიული ანგარიშის წარმოება, აღრიცხვა და დოკუმენტირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის/ქიმიური ან/და მომიჯნავე მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- აუცილებელია რუსული ან/და უკრაინული ენის ცოდნა;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.