ქვესადგურის მორიგე- ქარელი - სოფელი რუისი — ვინდ ფაუერ

ვინდ ფაუერ

ქვესადგურის მორიგე- ქარელი - სოფელი რუისი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სს "ვინდ ფაუერ" აცხადებს ვაკანსიას ქვესადგურის მორიგეს პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ

სს "ვინდ ფაუერ" არის შპს "ფერის" შვილობილი კომპანია. იგი ახორციელებს საქართველოში ყველაზე დიდ ქარის ელექტროსადგურის პროექტს - 206 მეგავატი დადგმული სიმძლავრის რუისის ქარის ელექტროსადგურს ქარელის მუნიციპალიტეტში. კომპანიის მიზანია განახლებადი ენერგიის წარმოება და ელექტროენერგიის რეალიზაცია საქართველოს ბაზარზე.

ფუნქციები:

  • ქვესადგურის ტექნიკური მონაცემების დაკვირვება და მონიტორინგი;
  • ქვესადგურის გამართული და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ქვესადგურის ელ. დანადგარების პერიოდული დათვალიერება, გადართვების წარმოება, ოპერატიული ინფორმაციების შეგროვება და გადაცემა;
  • ავარიული შემთხვევების თავიდან აცილება;
  • ავარიული შემთხვევისას შესაბამისი ინსტრუქციების მიხედვით მოქმედება;
  • ქვესადგურის უფროსის ან სხვა უფლებამოსილი პირის დავალებების შესრულება;

მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება ელექტროენერგეტიკის ან ენერგეტიკის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მაღალი ძაბვის ელექტრო მოწყობილობებთან მუშაობის საბაზისო ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

სამუშაო ადგილი: ქარელის რაიონი, სოფელი რუისი

სამუშაო საათები: 24 საათიანი ცვლა, 4 დღეში ერთხელ