ქვესადგურის მორიგე — ვინდ ფაუერ

ვინდ ფაუერ — ლოგო
ვინდ ფაუერ

ქვესადგურის მორიგე

შეთანხმებით ახალი ქარელი · ადგილზე სრული განაკვეთი

სს „ვინდ ფაუერ“ აცხადებს ვაკანსიას ქვესადგურის მორიგეს პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ

სს „ვინდ ფაუერ“ არის შპს „ფერის“ შვილობილი კომპანია. იგი ახორციელებს საქართველოში ყველაზე დიდ ქარის ელექტროსადგურის პროექტს - 206 მეგავატი დადგმული სიმძლავრის რუისის ქარის ელექტროსადგურს ქარელის მუნიციპალიტეტში. კომპანიის მიზანია განახლებადი ენერგიის წარმოება და ელექტროენერგიის რეალიზაცია საქართველოს ბაზარზე.

ფუნქციები:

  • ქვესადგურის ტექნიკური მონაცემების დაკვირვება და მონიტორინგი;
  • ქვესადგურის გამართული და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ქვესადგურის ელ. დანადგარების პერიოდული დათვალიერება, გადართვების წარმოება, ოპერატიული ინფომაციების შეგროვება და გადაცემა;
  • ავარიული შემთხვევების თავიდან აცილება;
  • ავარიული შემთხვევისას შესაბამისი ინსტრუქციების მიხედვით მოქმედება;
  • ქვესადგურის უფროსის ან სხვა უფლებამოსილი პირის დავალებების შესრულება;

მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება ელექტროენერგეტიკის ან ენერგეტიკის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მაღალი ძაბვის ელექტრო მოწყობილობებთან მუშაობის საბაზისო ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

სამუშაო ადგილი: ქარელის რაიონი, სოფელი რუისი

სამუშაო საათები: 24 საათიანი ცვლა, 4 დღეში ერთხელ