კვერცხის მტვრეველი
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.
დღეს, მადარტის გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.
თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.
გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!
კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას კვერცხის მტვრეველის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
- შრომისა და საქმის სიყვარულს;
- პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კვერცხის მტვრევა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- ცილა-გულის განცალკევება;
- სამუშაო პროცესში გამოყენებული ინვენტარის მოფრთხილებაზე ზრუნვა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთელი;
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე, 09:00-18:00-მდე;
ანაზღაურება: 1300-1500 ლარი.
ჩვენ ასევე გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass - ით სარგებლობას;
- პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
- უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.