ქვემო ქართლის რეგიონული მენეჯერის დამხმარე
ნავთობკომპანია „ქონექთი“ (Connect) 2014 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია ფლობს 140-ზე მეტ ავტოგასამართ სადგურს და 2025 წლიდან ოპერირებს საკუთარი ნავთობტერმინალით, რაც იმპორტისა და დისტრიბუციის სრული ციკლის მართვის შესაძლებლობას გვაძლევს.
ქონექთი აცხადებს ვაკანსიას ქვემო ქართლის რეგიონული მენეჯერის დამხმარის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანი: რეგიონული მენეჯერის მხარდაჭერა სადგურების ყოველდღიური ოპერირების, მომსახურების ხარისხის, გაყიდვების, მარაგების, გუნდის და ანგარიშგების მიმართულებით.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: 2000 ლარი (net);
- ადგილმდებარეობა: რუსთავი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საოპერაციო მართვა
- რეგიონის მასშტაბით ავტოგასამართი სადგურების ქსელის ყოველდღიური ოპერაციების მართვა;
- სადგურების უწყვეტი 24/7 ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- მარაგების (საკანცელარიო, ტექნიკური, სამეურნეო) კონტროლი და შევსების დაგეგმვა;
- ტექნიკური, სარემონტო და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმვა, მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი;
- საწვავისა და ფულადი სახსრების ინვენტარიზაცია და შესაბამისი ანგარიშგება;
- დებიტორული დავალიანებების კონტროლი;
- სერვისის ხარისხისა და მომხმარებელთა მომსახურების მონიტორინგი;
- ვიდეო მონიტორინგის შედეგების ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
- ავტოგასამართი სადგურების პერიოდული ადგილზე შემოწმება (არაუგვიანეს ყოველ 10 დღეში ერთხელ);
- დეტალური წერილობითი ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელისთვის.
- გუნდის მართვა
- სადგურებში დასაქმებული თანამშრომლების საქმიანობის დაგეგმვა, ხელმძღვანელობა და კონტროლი;
- დისციპლინარული ნორმების მონიტორინგი;
- საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლების შერჩევის პროცესში მონაწილეობა;
- მოტივაციის, როტაციის, დაწინაურებისა და დისციპლინარული ღონისძიებების მართვა;
- თანამშრომელთა კვალიფიკაციის განვითარებასა და ტრენინგებში ჩართულობა;
- რთული და კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
- მენეჯერებთან რეგულარული თათბირების დაგეგმვა და ჩატარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან მენეჯმენტის მიმართულებით);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- უპირატესობა მიენიჭება საცალო გაყიდვების სფეროში ან ნავთობის ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებას;
- გუნდის მართვის გამოცდილება;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
პიროვნული უნარები:
- გუნდის მართვისა და მოტივირების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაცია;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემის გადაჭრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა