კვებისა და სასმელების სუპერვაიზერი — სასტუმრო Gino Seaside Tbilisi

სასტუმრო Gino Seaside Tbilisi — ლოგო
სასტუმრო Gino Seaside Tbilisi

კვებისა და სასმელების სუპერვაიზერი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ჯინო ჰოლდინგი" ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორებში. ჰოლდინგის პორტფელი აერთიანებს არაერთ წარმატებულ პროექტს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

კომპანიის პროექტებს შორისაა Gino Aquapark, ველნესი და სპა, სასტუმროები მცხეთასა და რაბათში, თბილისის პირველი რეზორტული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი "თბილისის ბულვარი", სასტუმრო GINO Seaside, Trademark Collection by Wyndham, ასევე ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ცენტრალურ ნაწილში.

სასტუმრო "Gino Seaside, Trademark Collection by Wyndham" აცხადებს ვაკანსიას, კვებისა და სასმელების სუპერვაიზერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისის ზღვა, ბეშენოვას 20

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების მიღების და მომსახურების მაღალი სტანდარტის დაკმაყოფილება
  • რესტორნის სამუშაო პროცესების უზრუნველყოფა
  • სივრცის გამართულობაზე ზრუნვა და მონიტორინგი
  • საჭიროებისას სტუმრების უშუალოდ მომსახურება
  • ჯავშნების მონიტორინგი
  • მატერიალური და არამატერიალური ქონების გაფრთხილება და დაცვა
  • მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების, შიდა ნორმატიული ინსტრუქციების, კომპანიის შიდა წესების დაცვა.
  • მომსახურების სტანდარტების რეგულარული ტრეინინგი და პერსონალის აქტიური გადამზადება
  • თანამშრომელთა განრიგის შედგენაში მონაწილეობის მიღება
  • მარაგების კონტროლი
  • ჰიგიენის და HACCP სტანდარტების დაცვა

მოთხოვნები:

  • მუშაობის გამოცდილება სტუმარ მასპინძლობის სფეროში სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • მომსახურების პრინციპების ცოდნა
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, POS სისტემები)

აუცილებელი უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

კომპანია გთავაზობთ:

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
  • კვებით უზრუნველყოფას
  • ანაზღაურება 1500 ლარი (NET)