კვების ობიექტების მთავარი მენეჯერი- რეგიონები
შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კვებით მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით განთვსებულ კვების ობიექტებზე, კომპანიის საქმიანობის მთავარი პრინციპებია — სიზუსტე, პასუხისმგებლობა და ხარისხის სტანდარტების მუდმივი დაცვა.
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტების მთავარი მენეჯერის პოზიციაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, საჯარო მართვის კვების ტექნოლოგიის მიმართულებით).
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამწლიანი) გამოცდილება, სასურველია გამოცდილება კვების ობიექტების / რესტორნების მიმართულებით;
- პრიორიტეტულია HACCP-ის სტანდარტით მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (Word, Excel);
ფუნქცია-მოვალეობები:
- მიმდინარე საქმიანობის გეგმების შემუშავება და მათ შესრულებაზე კონტროლი;
- ობიექტების მენეჯერებთან და თანამშრომლებთან რეგულარული სამუშაო შეხვედრების ორგანიზება მიმდინარე საკითხების განსახილველად;
- ხელმძღვანელობისგან მიღებული ახალი ინსტრუქციების, ცვლილებებისა და გადაწყვეტილებების ადგილზე, ოპერატიულად მიწოდება და შესრულების კონტროლი;
- ობიექტებზე არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის (პერსონალის პირადი ჰიგიენის ჩათვლით) დაცვის კონტროლი;
- მიმდინარე და/ან შესრულებულ საქმიანობაზე ანგარიშების მომზადება და წარდგენა დეპარტამენტის უფროსისათვის, დეპარტამენტის უფროსის მიერ მოთხოვნილი პერიოდულობით;
- ობიექტებზე არსებულ საწყობში მიმდინარე პროცედურების კონტროლი და შესაბამისი ანგარიშგების მოთხოვნა;
- ობიექტებზე საჭირო სარეცხ-საწმენდი საშუალებებისა და საკანცელარიო ნივთების დაგეგმვა/მიწოდების ორგანიზება;
- ყოველდღიურად, დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელთა შორის ფუნქცია-მოვალეობების დელეგირება;
- საკადრო ცვლილებების საჭიროების ან მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელისთვის;
- ობიექტებზე თანამშრომელთა საბუთების (შინაგანაწესით გაწერილი საკადრო საბუთების ჩამონათვალი და სხვა) მოძრაობის, მათ შორის, მოწოდების ვადების და საბუთების მოწესრიგებულობის მუდმივი კონტროლი;
- ელექტრონული ფოსტის ყოველდღიური (პერიოდული) კონტროლი, მიღებული ინსტრუქციების დროული გადაგზავნა/გაცნობა დაქვემდებარებული ბაზების მენეჯერებისათვის;
- სახელფასე ტაბელების წარმოება და დროული მიწოდება შესაბამისი სამსახურისთვის;
- ობიექტებზე პერსონალის რიცხოვნობის მუდმივი კონტროლი;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მუშაობის ეფექტურობის კონტროლი, შესაბამისი დარღვევების დაფიქსირება და ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება, შესაბამისი რეაგირებისათვის;
- სასადილოებში რესურსების რაციონალური ხარჯვისა და ნარჩენების მინიმუმამდე დაყვანის პროცესის კონტროლი.
- კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება და ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- მენეჯერული უნარები;
- ანალიზის და შეფასების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელური;
- ორგანიზებული;
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ.
ჩვენ გთავაზობთ:
- კვებით უზრუნველყოფას;
- სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას;
- ჯანსაღ სამუშაო გარემოს/მეგობრულ გუნდს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კარიერულ წინსვლას და მზარდ ხელფასს;
- ტრანსპორტით მომსახურებას, აუცილებლობის შემთხვევაში;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი / 09:00-18:00სთ;
ანაზღაურება: 3000.00 ლარიდან - 3500.00 ლარამდე (ხელზე ასაღები თანხა);
2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.