კვების ობიექტების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ქ. თბილისში.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, საჯარო მართვის ან სასურსათო ტექნოლოგიის მიმართულებით);
- 3 (სამწლიანი) სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციებზე;
- სურსათის უვნებლობის სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის ცოდნა;
- პროდუქტების შენახვის პირობების, სურსათის უვნებლობის ნორმებისა (HACCP პრინციპები) და კერძების მომზადების ტექნოლოგიების ცოდნა;
- კვების ობიექტებში მენიუს შედგენისა და ულუფების დაგეგმარების პრაქტიკული გამოცდილება.
- საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა, პირველ რიგში MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა, მონაცემთა ანალიზისა და ანგარიშგებისთვის.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კვების ობიექტების სამუშაო პროცესების ეფექტური მართვა;
- კომერციული ობიექტების (კომერციული სასადილო, მაღაზია) სამუშაო პროცესების ეფექტური მართვა;
- მთავარი მენეჯერების მიმდინარე საქმიანობის გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მათ შესრულებაზე კონტროლი;
- მომხმარებლის მოთხოვნებისა და სურვილების გათვალისწინება მენიუსთან დაკავშირებით;
- მუდმივად, კვების ობიექტებზე კერძების მომზადების წესების დაცვის კონტროლი;
- კვების ობიექტებზე ხარჯების ყოველდღიური ანალიზის პროცესის კონტროლი (ნედლეული, ქიმიური საშუალებები, პერსონალი);
- კვების ობიექტებზე ულუფების დაგეგმარების კონტროლი;
- კვების ობიექტებზე საკვები პროდუქტების შენახვის პირობების დაცვაზე კონტროლის განხორციელება;
- საკვები პროდუქტებისა და სარეცხ-საწმენდი საშუალებების ტექნიკური სპეციფიკაციების შემუშავება და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურისათვის მიწოდება;
- საანგარიშო პერიოდში მომსახურების გასაწევად საჭირო საკვები პროდუქტებისა და სარეცხ-საწმენდი საშუალებების რაოდენობების გათვლა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტისთვის მიწოდების კონტროლი;
- საკვები პროდუქტების (ორგანოლეპტიკური მაჩვენებელი) და მზა კერძების (საგემოვნო თვისებები) ხარისხის კონტროლის ორგანიზება;
- კომერციულ ობიექტებზე არსებული სასაქონლე ნაშთების და ფულადი სახსრების კონტროლი;
- უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- გუნდის (მათ შორის მთავარი მენეჯერების) ეფექტური მართვის, სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და კონტროლის უნარი;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- კომუნიკაბელური;
- დისციპლინირებული/პუნქტუალური;
- დეტალებზე ორიენტირებული.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ჯანსაღ სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს.
სამუშაო საათები: 09:00-18:00 / (1 საათი შესვენება);
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი / კვირაში 5 დღე;
ანაზღაურება: შეთანხმებით.