კვების ხარისხისა და ოპერაციების მენეჯერი — Fiesta Catering

Fiesta Catering

კვების ხარისხისა და ოპერაციების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

" Fiesta Catering " ეძებს პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს კვების პროდუქტისა და მომსახურების მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვას. ძირითადი მოვალეობები: ** ლანჩების, ფურშეტებისა და ღონისძიებების კვებითი ნაწილის ხარისხის კონტროლი; ** კერძების გემოს, ვიზუალისა და პორციების სტანდარტების მონიტორინგი; ** სამზარეულოსა და მომსახურე პერსონალის მუშაობის კოორდინაცია; ** ღონისძიებებისათვის მომზადების პროცესის კონტროლი; ** მომსახურების ხარისხის შეფასება და გაუმჯობესება; ** ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის მონიტორინგი; ** პრობლემური საკითხების დროული იდენტიფიცირება და გადაჭრა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** კვების ობიექტში, ქეითერინგში, რესტორანში ან სასტუმროს სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** ორგანიზებისა და გუნდის მართვის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ხარისხის სტანდარტების ცოდნა. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებში მონაწილეობას; ** კონკურენტულ ანაზღაურებას. fiestacatering777@gmail.com . გთხოვთ, CV გამოგზავნისას ელფოსტის Subject ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - კვების ხარისხისა და ოპერაციების მენეჯერი.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ