კურსი - CCNA — ასოციაცია გრენა

ასოციაცია გრენა

კურსი - CCNA

₾1600 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია "გრენა" 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.

ასოციაცია გრენას საქმიანობა ხორციელდება შემდეგი ძირითადი მიმართულებით:

  • მომხმარებლებისთვის IT სფეროში სერვისების მიწოდება და ახალი, ინოვაციური სერვისების დანერგვა.
  • სწავლება საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
  • სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროექტების მომზადება და განხორციელება.
  • მომხმარებლებისთვის პროგრამული პროდუქტების და კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებების მიწოდება.
  • ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა.

საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია გრენა 20 წელზე მეტია არის Cisco Networking Academy-ს წარმატებული ოფიციალური პარტნიორი.

Cisco Networking Academy ფუნქციონირებს 195 ქვეყანაში და ქსელური ტექნოლოგიების ცოდნის გლობალურ სტანდარტს ადგენს. გრენა, Cisco-ს ქსელური აკადემიის ოფიციალური პარტნიორი, აცხადებს მიღებას CCNA (Cisco Certified Network Associate) კურსზე.

კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან Cisco-ს ქსელური მოწყობილობების არქიტექტურას, მათ ინსტალაციასა და კონფიგურაციას, კომპიუტერული ქსელების მუშაობის პრინციპებს, ასევე მნიშვნელოვან ქსელურ სერვისებს და პროტოკოლებს.

კურსის დაწყების თარიღი: 28 სექტემბერი, 2026

კურსის ლექტორი: ზურაბ ბუხნიკაშვილი, სერტიფიცირებული, დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე ინსტრუქტორი

კურსის ხანგრძლივობა: 6-7 თვე

ლექციების სიხშირე: კვირაში 3-ჯერ (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, 19:00 - 20:30 საათი)

დასწრების ფორმა: ფიზიკური (17 ადგილი); დისტანციური (10 ადგილი)

ლექციების ჩატარების ადგილი: მარშალ გელოვანის გამზ. 23, კორპუსი 6, I სართული

კურსის ღირებულება: 1600 ლარი (20% ფასდაკლება სტუდენტებისა და დამამთავრებელი კლასების სკოლის მოსწავლეებისთვის)

Cisco CCNA კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტი Cisco-ს აკადემიისგან მიიღებს 50%-იან ფასდაკლებას Cisco CCNA სერტიფიკატის გამოცდაზე.

დამატებით კურსის საუკეთესო სტუდენტს დაუფინანსდება Cisco CCNA გამოცდა გრენას Pearson VUE საგამოცდო ცენტრში.

ლექციების ჩატარების ენა: ქართული (ინგლისურენოვანი კომპონენტებით, სასწავლო მასალა არის ინგლისურ ენაზე)

კურსის სილაბუსი: Course syllabus

დამატებითი ინფორმაცია და კურსზე რეგისტრაცია: https://grena.ge/course/ccna