კურიერი- თელავი — DHL

DHL — ლოგო
DHL

კურიერი- თელავი

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა, კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე თელავში.

სამუშაო პირობები:

  • განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00, შაბათი: 10:00-14:00);
  • ანაზღაურება: 1200 ლარი დამატებული ბონუსი გამომუშავებით.

ძირითადი მოვალეობები:

  • საკურიერო მომსახურების გაწევა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის;
  • ჩამოსული ამანათების დახარისხება;
  • მიწოდების მარშრუტის დაგეგმვა;
  • ამანათების და დოკუმენტების უსაფრთხოდ მიწოდება;
  • ზუსტი ჩანაწერების წარმოება, გზავნილის სტატუსის განახლება;
  • კლიენტების კონსულტაცია და დახმარების გაწევა;
  • გასაგზავნი დოკუმენტაციისა და ამანათის წამოღება მისამართიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კოლეჯი ან უმაღლესი განათლება;
  • სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე გამოცდილება;
  • მართვის მოწმობა - B კატეგორია, მექანიკური მართვის. (დამატებითი კატეგორიების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
  • სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება, გზებისა და საგზაო მოძრაობის წესების კარგად ცოდნა;
  • სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციებით სარგებლობის გამოცდილება;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

  • პუნქტუალური;
  • პასუხისმგებლობიანი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
  • სიახლის ათვისების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ