კურიერი საკურიერო სამსახურში — საქართველოს ფოსტა

საქართველოს ფოსტა — ლოგო
საქართველოს ფოსტა

კურიერი საკურიერო სამსახურში

₾1800 ₾ აქტიური თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

საქართველოს ფოსტა" ქვეყნის ლიდერი საფოსტო ოპერატორია, რომელიც მომხმარებელს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით უზრუნველყოფს.

შპს "საქართველოს ფოსტის" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კურიერი საკურიერო სამსახურში

სამუშაო ადგილი - თბილისი

ანაზღაურება - 1800 ლარი

სამუშაო გრაფიკი:

  • I კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 – 18:00, შაბათი 12:00 – 16:00; კვირა დასვენება;
  • II კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 11:30 – 20:00, შაბათი და კვირა დასვენება.

ძირითადი მოვალეობები:

  • საკურიერო მომსახურების გაწევა იურიდიული პირებისათვის;
  • სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კანდიდატმა უნდა იცოდეს მოტოციკლის მართვა; ( A ან A1 კატეგორიის არ ქონის შემთხვევაში შესაძლებელია მოსამზადებელი ეტაპის გავლის დროს აიღოს შესაბამისი კატეგორია).
  • საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.

უნარ–ჩვევები:

  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
  • სიახლის ათვისების უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობა;
  • სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.

კანდიდატთა შერჩევა:

  • კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
  • გასაუბრება;
  • ერთ კვირიანი მოსამზადებელი ეტაპი