კურიერი- მთაწმინდა კრწანისის რაიონი — დელივერერსი

დელივერერსი

კურიერი- მთაწმინდა კრწანისის რაიონი

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "დელივერერსი" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე თბილისის მასშტაბით.

"დელივერერსი" არის ქართული კომპანია, რომლისთვისაც პრიორიტეტულია მომხმარებელზე ზრუნვა, სოციალური პასუხისმგებლობა და თანამშრომლების კომფორტული სამუშაო გარემო.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო საათები: 12:00 - 22:00
  • დასვენების დღე: კვირა

ძირითადი მოთხოვნები:

  • საკუთარი ავტომობილი (სასურველია ეკონომიური)
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო)

ანაზღაურება: კანდიდატი თავად ირჩევს ანაზღაურების სასურველ ფორმას:

ვარიანტი 1 — გზავნილის მიხედვით

ანაზღაურება განისაზღვრება თითო ამანათის ჩაბარების მიხედვით: 3.5₾, 4₾, 5₾, 9₾, 15₾. აღნიშნული პირობებით საწვავის ხარჯი არ ფინანსდება. ანაზღაურება გაიცემა კვირაში ერთხელ.

ვარიანტი 2 — ფიქსირებული ხელფასი

ყოველთვიური ანაზღაურება: 2 000₾ + 500₾ (ლარი) საწვავის კომპენსაცია.

სამუშაო არეალი: მთაწმინდა კრწანისის რაიონი.

კანდიდატს უნდა ჰქონდეს ტერიტორიის კარგი ცოდნა, სწრაფი გადაადგილების უნარი და მაღალი ხარისხის მომსახურებაზე ორიენტაცია.

"დელივერერსი" ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას (ასაკობრივი, გენდერული, ეთნიკური, რასობრივი და სხვა).