კურიერი
კომპანია "ფოსტალიონი" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის;
- სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- პირადი მსუბუქი ავტომობილი; (საწვავის (ბენზინის) მოხმარება არ უნდა აღემატებოდეს 7-8 ლიტრს);
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ 1 წელი.
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-19:00;
- ანაზღაურება: 1500ლარი;
- საწვავით უზრუნველყოფა კომპანიის მხრიდან.