კულტურის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კულტურის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ცხადდება კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ კულტურის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე.

შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1180 (ათას ასოთხმოცი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).

სამუშაო საათები - 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, შაბათ-კვირის გარდა (ყოველი სამუშაო კვირის პარასკევ დღეს ან საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული უქმე დღეების წინა სამუშაო დღეს - 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე).

მოთხოვნები:

  • მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
  • სახელმწიფო ენის ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ბაკალავრს/დამამთავრებელი კურსის სტუდენტს.

აპლიკანტს მოეთხოვება საქართველოს კანონის "უმაღლესი განათლების შესახებ", თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა.

თვისებები:

  • ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ოპერატიულობა;
  • გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
  • დასაბუთების უნარი;
  • ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
  • პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
  • ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ კულტურის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:

მოვალეობები:

  • ქვეყნის მასშტაბით სტუდენტურ და საუნივერსიტეტო ღონისძიებებში ანსამბლების თსუ-ს სახელით მონაწილეობის დაგეგმვა და განხორციელება;
  • უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან კონტაქტი, ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ვებ-გვერდზე განსათავსებლად;
  • კულტურულ/შემოქმედებითი ანსამბლების ღონისძიებების შესახებ ანონსისა და პრესრელიზის მომზადება და სოციალურ ქსელში განთავსება;
  • კულტურულ/შემოქმედებითი ანსამბლების პოპულარიზაცია ტელეგადაცემებში და სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართვის მიმართულებით;
  • კულტურულ-შემოქმედებითი ჯგუფების საერთაშორისო და ქვეყნის შიგნით გამართულ სტუდენტურ ღონისძიებებში და ფესტივალებში მონაწილეობა და საორგანიზაციო საკითხების ორგანიზება;
  • განყოფილების ხელმძღვანელის მიმდინარე დავალებების შესრულება;
  • დეპარტამენტის ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.

კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ კულტურის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

საბუთები:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  • CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
  • განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
  • კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ".

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ