კულინარიული ოთახის კაპიტანი
კომპანია "თამაშობანა" ეძებს გუნდის ახალ წევრს კულინარიული ოთახის კაპიტნის პოზიციაზე!
კომპანიის შესახებ:
თამაშობანა ცნობისმოყვარეობისა და თამაშის ზეიმია!
გვჯერა, რომ თამაშს დიდი ძალა აქვს, არა მარტო პატარებისთვის და თან, არა მარტო გასართობად. ამიტომ ყველაფერს, რასაც თამაშობანაში ვაკეთებთ, თამაშის სიყვარულითა და დიდი ცნობისმოყვარეობით ვაკეთებთ.
რას გთავაზობთ:
- მხიარულ და ლაღ სამუშაო გარემოს;
- ბევრ გულანთებულ ადამიანს გუნდში;
- შემოქმედებით თავისუფლებას;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობებს;
- საინტერესო პროექტებსა და გამოწვევებს;
- დაზღვევას;
- სამუშაო ადგილს - თამაშობანას ახალ სივრცეში, მზიურის პარკში;
- სამუშაო საათებს - კვირაში 40 საათი, შეთანხმებული გრაფიკით.
ძირითადი მოვალეობები:
- ბავშვებისთვის განკუთვნილი კულინარიული ვორქშოფებისა და დაბადების დღის პროგრამების დაგეგმვა და ჩატარება;
- ახალი, კრეატიული და ტრენდული კულინარიული პროგრამებისა და რეცეპტების შემუშავება;
- პროგრამების კონცეფციაზე მუშაობა (თემატიკა, ასაკობრივი ადაპტაცია, ფორმატი);
- ვორქშოფებისა და ღონისძიებების წაყვანა (ბავშვებთან აქტიური კომუნიკაცია);
- რეცეპტების ადაპტაცია ბავშვებისთვის - მარტივად, უსაფრთხოდ და სახალისოდ;
- კულინარიული ოთახის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება;
- პროგრამებისთვის საჭირო მიზანპლასების დაგეგმვა და მომზადება;
- პროდუქტისა და ინვენტარის მარაგების კონტროლი, შეკვეთების დაგეგმვა;
- სამუშაო სივრცის წესრიგისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
- პროგრამების გამართულად ჩატარებაზე სრული პასუხისმგებლობა;
- გუნდთან კოორდინაცია.
აღნიშნულ განაცხადზე გამოხმაურებითა და მონაცემების გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თქვენს თანხმობას, რომ ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ, დავამუშავოთ და შევინახოთ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია/პერსონალური მონაცემები, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით.
თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნისთვის, რომ განვახორციელოთ ყველა აუცილებელი პროცედურა, რაც თანამშრომლობის დასაწყებად იქნება საჭირო.
პერსონალური მონაცემები არ იქნება გადაცემული მესამე მხარეს თქვენ მიერ მიცემული წინასწარი თანხმობის გარეშე და იქნება დაცული მხოლოდ მითითებული მიზნის შესაბამისად.