კულინარი - ოქროყანა
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას კულინარის პოზიციაზე ოქროყანის ლოკაციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ცივი და ცხელი კერძების მომზადება, ნაწარმის გამოცხობა სტანდარტებისა და კალკულაციების მიხედვით;
- სამზარეულოს/სამუშაო სივრცის, წესრიგის და სანიტარული ნორმების დაცვა;
- კომპანიის სტანდარტების და დადგენილი გრაფიკის თანახმად მუშაობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში;
- ანაზღაურება: საათობრივი + ეფექტური საბონუსე სისტემა;
- ლოკაცია: ოქროყანა, კოჯრის გზატკეცილი;
- ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- უფასო სამგზავრო ბარათს;
- გუდვილის ფასდაკლების ბარათს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;
- Fitpass ბარათს.