ქცევითი თერაპევტი- ოზურგეთი — ლაზიკამედი

ლაზიკამედი

ქცევითი თერაპევტი- ოზურგეთი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ლაზიკა მედი" აცხადებს ქვევითი თერაპევტის ვაკანსიას ნეიროგანვითარების ცენტრის ოზურგეთის ფილიალში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.ოზურგეთი კოსტავას ქ. N61

ძირითადი მოვალეობები:

  • ბავშვის/მოზარდის განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასების პროცესში მონაწილეობა;
  • წლიური გეგმის შესაბამისად ქცევითი თერაპიის სეანსების ჩატარება;
  • მუშაობის ინდივიდუალური განრიგის შედგენა და მართვა;
  • შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა სპეციალური ფორმით;
  • სამუშაო გარემოს მომზადება;
  • ქცევითი თერაპიის სეანსებისათვის საჭირო სამუშაო მასალების დამზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში
  • გამოყენებითი ქცევითი ანალიზის ბაზისური კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
  • ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ქცევის გამოყენებითი ანალიზის ბაზისური პრინციპების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაცია;
  • დროის ეფექტურად გამოყენება;
  • გუნდური მუშაობის უნარი.