ქცევითი თერაპევტი/ფსიქოლოგი — Bright Academy

Bright Academy

ქცევითი თერაპევტი/ფსიქოლოგი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ორგანიზაცია Bright Academy აცხადებს ვაკანსიას ქცევითი (ABA) თერაპევტის/ფსიქოლოგის პოზიციაზე.

სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი

ადგილმდებარეობა: თბილისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში;
  • ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და გამოყენება;
  • მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნა პროფესიული მასალის დამუშავების დონეზე;
  • უპირატესობად ჩაითვლება სიახლისადმი ღიაობა და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირება.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბავშვის განვითარების შეფასება (კონკრეტული შესაფასებელი სკრინინგ ინსტრუმენტის საშუალებით) და ინდივიდუალური პროგრამის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
  • ბავშვთან და მის მშობელთან სამუშაო პროცესის წარმართვა როგორც სახლის, ისე ცენტრის გარემოში;
  • რეკომენდაციების გაცემა მშობლისთვის, ან სხვა საჭირო დაწესებულებებისთვის;
  • შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • უწყვეტი სწავლის პროცესში ჩართვა.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 1 აგვისტომდე.