ქცევითი თერაპევტი — კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება

კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება

ქცევითი თერაპევტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურსს ქცევითი თერაპევტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბავშვის/მოზარდის განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასების პროცესში მონაწილეობა;
  • წლიური გეგმის შესაბამისად ქცევითი თერაპიის სეანსების ჩატარება;
  • მუშაობის ინდივიდუალური განრიგის შედგენა და მართვა;
  • შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა სპეციალური ფორმით;
  • სამუშაო გარემოს მომზადება;
  • ქცევითი თერაპიის სეანსებისთვის საჭირო სამუშაო მასალების დამზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში, მედიცინაში ან მომიჯნავე სპეციალობებში სავალდებულოა (სასურველია ბავშვთა ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია);
  • ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსის სერტიფიკატის ფლობა;
  • ქცევის გამოყენებითი ანალიზის ბაზისური პრინციპების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
  • ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია კლიენტთან მუშაობის ეთიკური პრინციპების ცოდნა;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე.

დამატებითი ინფორმაცია:

ორგანიზაციის პერსონალის მხრიდან, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებითი ტრენინგის უზრუნველყოფა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოტივირებულობა;
  • კეთილსინდისიერება;
  • პუნქტუალურობა;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის სწორად განაწილების უნარი.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
  • სამუშაო გამოცდილება;
  • მოტივაცია;
  • პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა.

შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:

  • ელფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა და შერჩევა;
  • გასაუბრება.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2026 წლის 15 ივლისი.

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებისა და პროფესიონალების პირველი გაერთიანება საქართველოში, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს. ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ოჯახების უფლებების დაცვა, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. ორგანიზაცია ახორციელებს ინკლუზიური განათლების პროცესის მდგრადი განვითარებისთვის ხელშემწყობ პროექტებსა და სოციალურ სერვისებს. ორგანიზაციის ბაზაზე დანერგილი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შშმ ბავშვებისა და პირებისთვის ხელმისაწვდომია როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური თერაპიები.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ