ქცევის ტექნიკოსი- ქუთაისი — მიელინი

მიელინი

ქცევის ტექნიკოსი- ქუთაისი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"მიელინი" არის ბავშვთა და მოზარდთა კონსულტაციის, დიაგნოსტირებისა და ინტერვენციის ცენტრი, რომლის მისიაა ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება განვითარების რისკის მქონე, შეზღუდული ან/და დამატებითი საჭიროების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის.

"გახდი ადამიანი, ვინც ბავშვების ყოველდღიურ წარმატებებს რეალურ შესაძლებლობებად აქცევს". ჩვენ გვჯერა, რომ თითოეულ ბავშვს სჭირდება და იმსახურებს მხარდამჭერ გარემოს, სადაც შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენას, განვითარებასა და სამყაროსთან უსაფრთხო კავშირის ჩამოყალიბებას.

კლინიკა "მიელინი" ეძებს მოტივირებულ ქცევის ტექნიკოსს, რომელიც ბავშვებს დაეხმარება ფუნქციური, სოციალური, კომუნიკაციური და დამოუკიდებელი უნარების განვითარებაში.

ადგილმდებარეობა: ქუთაისი

სამუშაო განაკვეთი: სრული

ანაზღაურება: მზარდი, განხორციელებული ვიზიტების რაოდენობისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

ძირითადი მოვალეობები:

  • ქცევითი ინტერვენციების განხორციელება სერტიფიცირებული სუპერვიზორების რეკომენდაციებისა და შემუშავებული გეგმის შესაბამისად;
  • ბავშვის ფუნქციური, სოციალური და კომუნიკაციური უნარების განვითარებაზე მიზანმიმართული მუშაობა;
  • თერაპიული პროცესისთვის უსაფრთხო, პოზიტიური და სტრუქტურირებული გარემოს შექმნა;
  • ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით ყოველდღიური აქტივობების დაგეგმვა;
  • ბავშვის პროგრესის ყოველდღიური მონიტორინგი და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (მათ შორის, ელექტრონულად Google Drive-ზე);
  • მშობლებთან, მზრუნველებთან და მულტიდისციპლინურ გუნდთან აქტიური თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • შესაბამისი მიმართულების განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატი და გავლილი პროფესიული პრაქტიკა;
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (Microsoft Office, ინტერნეტი, Google Drive);
  • ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ემპათიურობა და ენერგიულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პროფესიული განვითარებისა მაღალი მოტივაცია;
  • დროისა და სამუშაო რესურსების სწორი მენეჯმენტი;
  • ახალ გარემოში სწრაფი ადაპტაციისა და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი.

ჩვენთან დაგხვდებათ:

  • მეგობრული, მზრუნველი და მხარდამჭერი გუნდი;
  • უსაფრთხო და კომფორტული სამუშაო გარემო;
  • რეგულარული სუპერვიზია ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტებისგან;
  • პროფესიული ტრენინგებისა და კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • FitPass-ზე წვდომა;
  • ანაზღაურებადი ავადობის დღეები;
  • კარიერული ზრდისა და დაწინაურების პერსპექტივა.

შერჩევის ეტაპები:

კადრის შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად:

  • შემოსული რეზიუმეების (CV) გადარჩევა;
  • გასაუბრება წარმატებულ კანდიდატებთან.