ქცევის მართვის სამსახურის თანამშრომელი
ნიუტონის თავისუფალი სკოლა ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის აცხადებს კონკურსს ქცევის მართვის სამსახურის თანამშრომლის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა:
- სკოლის ტერიტორიის მონიტორინგი
- სკოლაში წესრიგის უზრუნველყოფა და უსაფრთხო გარემოს შექმნა
- მოსწავლეების ქცევაზე დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მითითებებისა და ინსტრუქციების გაცემა
- კონფლიქტური სიტუაციების გამოვლენა და პრევენცია
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ეფექტური კომუნიკაცია
- ორგანიზებულობა
- კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა
- გუნდური მუშაობის უნარი
- პუნქტუალურობა
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 სექტემბერი.
პერსონალური მონაცემების დამუშავება:
გაცნობებთ, რომ შპს "ნიუტონის თავისუფალი სკოლა" ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით, ამუშავებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
რეზიუმესა და სხვა დოკუმენტების კომპანიისთვის გაგზავნით, პრეტენდენტი ადასტურებს, რომ თანახმაა, კომპანიამ მიმდინარე ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით დაამუშაოს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემები და ასევე, შეინახოს იგი მონაცემთა ბაზაში 3 წლის ვადით, მომავალში პრეტენდენტისთვის სხვა პოზიციის შეთავაზების მიზნით.
პრეტენდენტს უფლება აქვს გამოიხმოს თავისი თანხმობა იმავე ელ.ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნით, რომელზეც გაგზავნა რეზიუმე და დოკუმენტები. ამ შემთხვევაში, კომპანია წაშლის პრეტენდენტის პერსონალურ მონაცემებს და აღარ განიხილავს მას მიმდინარე ან/და მომავალში წარმოშობილ ვაკანსიებზე.