ქსელური ობიექტების სავაჭრო წარმომადგენელი — IDS Borjomi

IDS Borjomi — ლოგო
IDS Borjomi

ქსელური ობიექტების სავაჭრო წარმომადგენელი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.

გაყიდვების დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ქსელური ობიექტების სავაჭრო წარმომადგენლის (MT) პოზიციაზე ქ.თბილისში.

ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ილია ბაბუციძის ქ.# 14.

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი, 40 საათი კვირაში.

ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გეგმის 100%-ით შესრულების შემთხვევაში, ჯამში 3066 ლარი.

რისი გაკეთება მოგიწევთ:

  • სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ანალიზი;
  • სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი, მერჩენდაიზინგი და პროდუქციის ვადების კონტროლი;
  • დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
  • ქსელის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება;
  • გაფორმებული შეკვეთების საინფორმაციო ბაზაში ყოველდღიური შეყვანა.

საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და ცოდნა:

  • სავაჭრო წარმომადგენლად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება
  • მსუბუქი ავტომობილის მართვის მოწმობა.
  • MS Windows"-ის სტანდარტული პროგრამების ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა;

დამატებითი ინფორმაცია:

ჩვენ გთავაზობთ:

  • საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
  • სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას
  • კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს
  • საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.

შერჩევის ეტაპები:

  • შეხვედრა ეიჩართან და უშუალო ხელმძღვანელთან

გისურვებთ წარმატებებს!