ქსელის მერჩენდაიზერი — სუფთა სახლი

სუფთა სახლი — ლოგო
სუფთა სახლი

ქსელის მერჩენდაიზერი

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია და მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" 2009 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით 210-მდე ფილიალით და 1500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი. კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება დღიდან დაარსებისა მთავარი ღირებულებაა.

"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან თავისა და სახლის მოვლის საშუალებებსა და პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტული ფასი, გამორჩეულად საინტერესო აქციები და მომსახურება.

ამჟამად, მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას ქსელის მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 -18:00)

ანაზღაურება: 1200 ₾ + საწვავი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სავაჭრო დარბაზის დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება;
  • სავაჭრო ობიექტების სარეკლამო მასალებით მომარაგება;
  • რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • მივლინებები საქართველოს მასშტაბით.

მოთხოვნები:

  • სასურველია საკუთარი მსუბუქი ავტომობილი (სამსახურისთვის საჭირო საწვავი ანაზღაურდება)
  • სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
  • მზარდი შრომითი ანაზღაურება;
  • კომფორტული სამუშაო გარემო.