კრიპტოვალუტის მოლარე-ოპერატორი
ვაკანსია: კრიპტოვალუტის მოლარე-ოპერატორი
"STELLEX" ლიცენზირებული ფინანსური კომპანიაა, რომელიც საქართველოში კრიპტოვალუტის გაცვლის სერვისებს სთავაზობს მომხმარებლებს. ჩვენი მისიაა, კრიპტო ფინანსური სერვისები გავხადოთ მარტივი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი, უმაღლესი რეგულაციური სტანდარტების დაცვით. გვჯერა, რომ ჩვენი წარმატების მთავარი საფუძველი პროფესიონალი და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდია, ამიტომ ვქმნით გარემოს, სადაც თითოეულ თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა, გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი, გაიზარდოს და საკუთარი წვლილი შეიტანოს კომპანიის წარმატებაში.
"STELLEX"-ის საბურთალოს ფილიალისთვის ვეძებთ მოლარე-ოპერატორს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კლიენტების კომპლექსური მომსახურება — ნაღდი ფული, კრიპტო, გადარიცხვები
- სისტემაში ოპერაციების შეყვანა, გადამოწმება და დადასტურება
- ნაღდი ფულის მიღება/გაცემა, კასის ბალანსის კონტროლი
- კრიპტო ტრანზაქციების მონიტორინგი და სწორი დოკუმენტირება
- შიდა ანგარიშგება სამუშაო ცვლის ბოლოს
- KYC/AML პროცედურების დაცვა ყოველ ოპერაციაში
- მომხმარებლის საჩივრების და სადავო ტრანზაქციების პირველადი მართვა
- სხვა დამატებითი ოპერაციული ამოცანები
მოთხოვნები:
- გამოცდილება საბანკო ან ფინტეკ სექტორში (მოლარე/ოპერატორი) — სავალდებულო
- კრიპტოვალუტის ბაზრის ბაზისური ცოდნა
- სიჩქარე და სიზუსტე ციფრებთან მუშაობისას
- სტრესის გამძლეობა და მრავალ ამოცანაზე ერთდროული მუშაობის უნარი
- ანალიტიკური აზროვნება
- ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
- უმაღლესი განათლება სასურველია
სამუშაო პირობები:
- დასაქმების ტიპი: 2/2-ზე
- სამუშაო საათები: ნორმირებული