ქოსთ კონტროლერი — კიკეთის ფერმა

კიკეთის ფერმა — ლოგო
კიკეთის ფერმა

ქოსთ კონტროლერი

შეთანხმებით ახალი თბილისის შემოგარენი · ადგილზე სრული განაკვეთი

კიკეთის ფერმა აცხადებს ვაკანსიას ქოსთ კონტროლერის პოზიციაზე

ჩვენს შესახებ:

კიკეთის ფერმა — ეს არის ეკოტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც აერთიანებს კომფორტს, ბუნებასთან სიახლოვეს და ადგილობრივ ღირებულებებს. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ქმნის მყუდრო, ავთენტურ და შთამაგონებელ გარემოს სტუმრებისთვის და თანამშრომლებისთვის.

სამუშაო პირობები:

მდებარეობა: კიკეთი, ცხრა ძმა ხერხეულიძის ქ. 28

გრაფიკი: კვირაში 5 დღე (სტანდარტული)

ანაზღაურება: შეთანხმებით

მთავარი პასუხისმგებლობები:

  • შესყიდვების პროცესის სრული მართვა: მოთხოვნებიდან კონტრაქტირებამდე და მიწოდების კონტროლამდე;
  • მომწოდებლების მოძიება, შერჩევა და შეფასება (ფასი/ხარისხი/სტაბილურობა);
  • ფასებზე მოლაპარაკება და ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფა;
  • მარაგების (stock) კონტროლი და ოპტიმალური ნაშთების შენარჩუნება;
  • ფუდ და ბევერიჯ ქოსთის მუდმივი მონიტორინგი და მიზნობრივ მაჩვენებლებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • კალკულაციების (costing) კონტროლი და რეგულარული განახლება მენიუს ცვლილებების მიხედვით;
  • შესყიდვების და ხარჯების რეპორტინგი (კვირეული/თვიური);
  • ბიუჯეტთან შესაბამისობის მონიტორინგი და გადახრების ანალიზი;
  • სამზარეულოსა და ბართან კოორდინაცია მოთხოვნების სწორად დაგეგმვისთვის;
  • სტანდარტების დანერგვა (SOP) შესყიდვებისა და ქოსთ კონტროლის მიმართულებით;
  • ალტერნატიული მომწოდებლების ბაზის განვითარება რისკების შემცირების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • იგვე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და კომუნიკაციის უნარები

აუცილებელი უნარები:

  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და ციფრებთან მუშაობის უნარი
  • ქოსთ კონტროლის და ბიუჯეტირების პრაქტიკული გამოცდილება
  • შესყიდვების პროცესების მართვის გამოცდილება (სასურველია HoReCa სექტორში)
  • ფასებზე მოლაპარაკების (negotiation) ძლიერი უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი სიზუსტე
  • მარაგების მართვისა და ინვენტარიზაციის პროცესების ცოდნა
  • ფინანსური რეპორტინგისა და მონაცემების ანალიზის უნარი
  • დროის მართვა და პრიორიტეტების სწორად განაწილება
  • კომუნიკაციის უნარი სხვადასხვა გუნდთან (სამზარეულო, ბარი, მენეჯმენტი)
  • პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირება და გადაჭრის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე და პროცესების კონტროლის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

  • კვების უზრუნველყოფას
  • ტრანსპორტის უზრუნველყოფას
  • გამოსაცდელი ვადის შემდეგ — ჯანმრთელობის დაზღვევას
  • მენეჯმენტის შიდა ტრეინინგებში მონაწილეობას