კოშკურა -ამწის ოპერატორი — იელთი ჯგუფი

იელთი ჯგუფი — ლოგო
იელთი ჯგუფი

კოშკურა -ამწის ოპერატორი

₾3000-3500 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „იელთი ჯგუფი“ ეძებს გუნდის წევრს ,,კოშკურა -ამწის ოპერატორის“ პოზიციაზე.

"ელთ ბილდინგი" 2017 წელს შემოვიდა ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ ასპარეზზე.კომპანიის მთავარი მისია არის ის, რომ უძრავი ქონების ჩვენთან შეძენისას, მომხმარებლებმა უნდა მიიღოს კომფორტული ცხოვრების, დასვენებისა და მომგებიანი ინვესტიციისათვის ყველანაირი პირობა.ისეთი პროექტებით, როგორიც არის "ELT Quarter" ბათუმში და "Spanish Quarter" თბილისში, ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს, საქართველოში, მშენებლობას ახალი სტანდარტების დანერგვასა და განვითარებაში."ელთ ბილდინგს" უნიკალურს ხდის, ფოკუსირება მომხმარებლებზე და მათ კმაყოფილებაზე, მაღალი დონის სამშენებლო გამოცდილება და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, სასტუმროს სტილის სერვისებისა და დიზიანის არსებობა კომპლექსებსა და აპარტამენტებში.

ლოკაცია: თბილისი

ანაზღაურება: 3000 ლარიდან 3500 ლარამდე

ფუნქცია - მოვალეობები:

  • კოშკურა ამწის უსაფრთხო და ეფექტური მართვა სამშენებლო ობიექტზე
  • სამშენებლო მასალებისა და კონსტრუქციების აწევა, გადაადგილება და ზუსტად განთავსება მითითებული გეგმის შესაბამისად
  • ამწის ტექნიკური მდგომარეობის ყოველდღიური ვიზუალური შემოწმება სამუშაოს დაწყებამდე
  • უსაფრთხოების წესებისა და შრომის დაცვის ნორმების მკაცრი დაცვა
  • ამწის მუშაობისას შესაძლო გაუმართაობების დროული დაფიქსირება და ინფორმირება
  • სამუშაო პროცესის შეუფერხებლად და პასუხისმგებლობით შესრულება
  • საჭიროების შემთხვევაში ამწის ტექნიკური მოვლის პროცესში მონაწილეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
  • შესაბამისი სერთიფიკატის ქონა.