კორპორაციული მენეჯერი — კორკვაინი

კორკვაინი — ლოგო
კორკვაინი

კორპორაციული მენეჯერი

₾3000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "კორკვაინი", რომლის მიმართულება არის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელის შეწყობა ალკოჰოლური სასმელების წარმოების მიმართულებით, არსებობს საქრთველოს ბაზარზე 2024 წლიდან და ჩვენ ბაზარს თავაზობს ბოთლებს, ქილებს და მათთან დაკავშირებულ ყველა აქსესუარს.

"კორკვაინი" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: თბილისი, დადიანის 7 (ქარვასლა)

სამუშაო გრაფიკი: სრული

სახელფასო სისტემა: ხელფასი + ბონუსი (1000-3000 ლარი) (დამოკიდებულია აპლიკანტის გამოცდილებაზე)

გათვალისწინებულია: სამედიცინო დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

  • სრულყოფილად ფლობდეს ინფორმაციას კომპანიაში არსებული პროდუქციის შესახებ;
  • ღვინის მწარმოებლებისთვის ბოთლებისა და საცობების შეთავაზება და გაყიდვა;
  • გაყიდვების ახალი არხების მოძიება, ანალიზი და განვითარება
  • კორპორაციულ კლიენტებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული და თანამშრომლობითი ურთიერთობების ფორმირება;
  • სავაჭრო ობიექტების მოძიება და პროდუქციის შეთავაზება/გაყიდვა; B2B
  • ბაზრის მონიტორინგი და ახალი კლიენტების მოძიება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
  • გაყიდვების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;
  • უცხო ენების ცოდნა (ინგლისური ჩაითვლება უპირატესად);
  • ღვინის ინდუსტრიაში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელური და მოტივირებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული და ოპერატიული;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
  • ინიციატივის გამოჩენის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და პროფესიონალურ გარემოს;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • შესაბამის ანაზღაურებას გამოცდილების და უნარების გათვალისწინებით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა 27 ივლისი 2026 წელი.