კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი- ფოთი — One Point

One Point

კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი- ფოთი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

HR outsourcing კომპანია "One Point" პარტნიორი კომპანიისთვის ეძებს კორპორაციული გაყიდვების მენეჯერს ქ. ფოთში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ფოთის ტერიტორიაზე არსებული პოტენციური კორპორაციული კლიენტების მოძიება, მათთან მოლაპარაკებების წარმოება, პრეზენტაცია და გენერალური ხელშეკრულებების გაფორმება;
  • გაყიდვების ანალიზის მომზადება. კლიენტების შესყიდვების მონიტორინგი;
  • ვიზიტები სამეგრელოს რეგიონში;
  • კორპორაციული მომხმარებლების მოთხოვნების შესწავლა და მათი მოთხოვნებიდან გამომდინარე ახალი პროდუქტების შექმნაში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • გაყიდვებში, კომერციულ სტრუქტურაში მინ. 5 წლიანი გამოცდილება;
  • MS Office (MS Word, Excel, Power point);
  • ინგლისური, რუსული;
  • აუცილებელია საკუთარი ავტომობილი და მართვის მოწმობის ქონა.
ჩვენ გთავაზობთ:
  • სტანდარტული გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ;
  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება - ფიქსირებული + ბონუსი;
  • საწვავის ხარჯი (მივლინების შესაბამისად);
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კარიერული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობა;
  • მეგობრული გუნდი, კომფორტული სამუშაო სივრცე.