კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
"ჩირიფრუტი" არის ქართული ბრენდი, რომელიც აწარმოებს ჩირებს, ჩურჩხელებსა და შოკოლადის პროდუქტებს, კომპანიაში ვეძებთ კორპორაციული გაყიდვების მენეჯერს, რომელიც დაგვეხმარება B2B მიმართულების განვითარებაში.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი კორპორაციული პარტნიორების მოძიება და მოზიდვა
- B2B გაყიდვების პროცესის მართვა
- სასტუმროებთან, კაფეებთან, ოფისებთან, ქსელურ და საცალო ობიექტებთან კომუნიკაცია
- კომერციული შეთავაზებების მომზადება
- მოლაპარაკებების წარმოება და თანამშრომლობის გაფორმება
- გაყიდვების გეგმების შესრულება
- ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი
- პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (B2B მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- Microsoft Office-ის საბაზისო ცოდნა
- ქართული ენის გამართული ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ:
- მზარდ და განვითარებად ქართულ ბრენდთან მუშაობას
- მეგობრულ და ენერგიულ გარემოს
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
- ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუს სისტემას
- საინტერესო პარტნიორებთან თანამშრომლობას
გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მეილზე prchirifruit@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 599730509 (მარი).