კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი
„დასაქმების სააგენტი ეიჩარის“ აცხადებს ვაკანსიას HR.GE-ის ვებ-გვერდის კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე
დასაქმების სააგენტო ეიჩარი დაარსდა 2006 წელს და ამჟამად წამყვანი ადგილი უჭირავს საქართველოს დასაქმების ბაზარზე.
სამუშაოს აღწერა:
- იმეილ და სატელეფონო კომუნიკაცია პოტენციურ დამკვეთებთან
- კლიენტების მოძიება/მოზიდვა კერძოდ კომპანიებთან ურთიერთობა და მათთან პირველადი მოლაპარაკებების წარმოება
- მომსახურების შეთავაზება, პრეზენტაციის გაგზავნა და ჩატარება
- შეხვედრების დაგეგმვა და საჭირო დოკუმენტაციის ადმინისტრირება
- შეთავაზებების და პრეზენტაციების მომზადება
- პოტენციურ ან/და უკვე ბაზაში არსებულ კლიენტ კომპანიებთან კომუნიკაცია
- არსებული ბაზის დამუშავება და განვითარება
- გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობა
- გაყიდვების გეგმის შესრულება
- კომპანიის მომსახურების (პროდუქტების) ზედმიწევნით კარგად ცოდნა.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ახალი კურსდამთავრებული)
- სასურველია სამუშაო გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით
- ენების ცოდნა: ქართული (მშობლიური), ინგლისური და რუსული (სავალდებულოა სრულყოფილი ცოდნის დონე)
- კომპიუტერული პროგრამების ფლობა: MS Word, MS Excel, MS PowerPoint
პიროვნული უნარები და მახასიათებლები:
- მოლაპარაკების წარმოების უნარი
- მოტივირებული
- შედეგზე ორიენტირებული
- სწრაფად ათვისების უნარი
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- კომუნიკაბელური
- დეტალებზე ორიენტირებული
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- განვითარებაზე ორიენტირებული
- შეფასების და ანალიზის უნარი
- შრომისმოყვარე
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი 09:30-18:30
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კორპორატიული მობილური პაკეტი
- საპენსიო წილის ანაზღაურება
- ყავა / ხილი / სნექები