კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
კომპანია "შერა ჯგუფი"
აცხადებს ვაკანსიას
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის
პოზიციაზე.
"შერა ჯგუფი" არის სასტუმროს პრემიუმ ხარისხის კოსმეტიკისა და ერთჯერადი აქსესუარების დისტრიბუტორი კომპანია.
მოვალეობები:
- გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და შესრულება კომპანიის მიზნების შესაბამისად;
- ახალი მომხმარებლების მოზიდვა და არსებული მომხმარებელთა ბაზის განვითარება;
- კომპანიის პროდუქციის შესახებ მომხმარებლებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, პრეზენტაციის ჩატარება;
- კლიენტებთან გრძელვადიანი და წარმატებული ურთიერთობების შენარჩუნება;
- გაყიდვების პროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტურობის გაუმჯობესება;
მოთხოვნები:
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- საკუთარი ავტომობილის ფლობა (აუცილებელია);
- გაყიდვების სტრატეგიების შემუშავების და მართვის გამოცდილება;
- მოლაპარაკებების წარმართვისა და კლიენტებთან კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის და ლიდერობის უნარი;
- შედეგებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
პირობები:
- სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00;
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500₾ + გაყიდვებიდან ბონუსი;
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა.ბელიაშვილის 106 (ბიზნეს ცენტრი მიონი);
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ გარემოს;
- კარიერული წინსვლისა და დაწინაურების შესაძლებლობას;
- ულიმიტო სასაუბრო დროსა და ინტერნეტს;
- საწვავით უზრუნველყოფას;
hr@shera.ge-ზე, გთხოვთ დანიშნულების ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის სათაური.