კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
"GeDe Group" არის ქართულ-გერმანული მიმართულების კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2017 წლიდან. ის მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან პროდუქტებსა და სერვისებს სამი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: გერმანული ავეჯი, აქსესუარები და სუვენირები, მაღალი ხარისხის გერმანული საღებავები, შესყიდვები და ლოჯისტიკა გერმანიაში - კორპორატიული და ინდივიდუალური პროექტებისთვის. ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს ფუნქცია-მოვალეობები: ** ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება, შეთავაზებების მომზადებასა და წარდგენა ** სასტუმროებთან, დეველოპერებთან, ოფისებთან, სამშენებლო და სხვა კომპანიებთან ურთიერთობის დამყარებას ** მოლაპარაკებების ეფექტურად მართვა ** გაყიდვების დახურვა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების შექმნა რას ველოდებით კანდიდატისგან: ** B2B ან კორპორატიულ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი ** აქტიური, ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული ** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი ** სასურველია ავტომობილის ყოლა და ობიექტებზე გადაადგილების მზადყოფნა ** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს სამშენებლო, ინტერიერის, ავეჯის, საღებავების ან მსგავს სფეროში გაყიდვების გამოცდილება ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულს სამუშაო გარემოს ** ფიქსირებულ ანაზღაურებას და მზარდ საბონუსე სისტემას ** დამატებით ბონუსებს ყოველი ახალ კორპორატიული კლიენტების მოზიდვის შემთხვევაში ** კვარტალურ ბონუსს გეგმის შესრულებაზე ** ზრდისა და განვითარების რეალურ შესაძლებლობას ** სამუშაო მივლინებებს გერმანიაში