კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი — მოდერნ ჰაუსი

მოდერნ ჰაუსი — ლოგო
მოდერნ ჰაუსი

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით იწურება თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "მოდერნ ჰაუს" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამშენებლო სფეროში მუშაობა გაყიდვების კუთხით ჩაითვლება პრიორიტეტად.

მოვალეობები:

  • გაყიდვების გეგმის შედგენაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
  • გაყიდვების გეგმის შესასრულებლად სტრატეგიის შემუშავება;
  • გაყიდვების გაუმჯობესება, გასვლითი შეხვედრები და არსებული პროდუქციის შეთავაზება;
  • კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
  • პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
  • ახალი მყიდველების მოძიება;
  • მყიდველთა ბაზის შედგენა და შენახვა.
  • ხელმძღვანელისთვის ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება მიმდინარე გაყიდვებისა და ჩატარებული შეხვედრების შესახებ

ძირითადი მოთხოვნები:

  • უნდა ჰქონდეს მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წლიანი.
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე სავალდებულოა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
  • კომუნიკაბელური
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • ორგანიზებული
  • ოპერატიული
  • განვითარებაზე ორიენტირებული
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული
  • კრიტიკული სიტუაციების მართვის უნარი.

სამუშაო პირობები და ანაზღაურება:

სახელფასო სარგო განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით

სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00 საათი და შაბათს 10:00-15:00 საათი

ოფისის მისამართი: თბილისი, ქიზიყის 63

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით მეილზე hr@modernhouse.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ