კორპორატიული / დამსაქმებლის ბრენდის მენეჯერი — თიბისი

თიბისი — ლოგო
თიბისი

კორპორატიული / დამსაქმებლის ბრენდის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

პოზიცია: კორპორატიული/დამსაქმებლის ბრენდის მენეჯერი

ადგილმდებარეობა: სათაო / ბრენდის გამოცდილება და მარკეტინგი

დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერა

თიბისიში ვეძებთ ადამიანს, რომელიც შექმნის გამორჩეულ თანამშრომლის გამოცდილებას, გააძლიერებს ორგანიზაციულ კულტურას და თიბისის, როგორც საუკეთესო დამსაქმებლის პოზიციონირებას ბაზარზე.

ამ როლში შენ იქნები პასუხისმგებელი შიდა კომუნიკაციის, თანამშრომელთა ჩართულობისა და Employer Branding-ის პროექტების დაგეგმვასა და აღსრულებაზე.

შენი პასუხისმგებლობები იქნება:

  • დამსაქმებლის ბრენდის შიდა და გარე საკომუნიკაციო კამპანიების და პროექტებისა დაგეგმვა და მართვა
  • თანამშრომლებისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნა და მათი ჩართულობისა და კმაყოფილების ზრდაზე ზრუნვა
  • ორგანიზაციული კულტურის განვითარება
  • თიბისელების, როგორც ბრენდ ამბასადორების გაძლიერება და პოზიციონირება
  • კომპანიის მნიშვნელოვანი პროექტებისა და ტრანსფორმაციების შიდა კომუნიკაციის მართვა
  • მრავალფეროვანი კონტენტის შექმნა შიდა და გარე საკომუნიკაციო არხებისთვის
  • ღონისძიებების, აქტივობებისა და engagement კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება
  • სტეიკჰოლდერებთან მჭიდრო თანამშრომლობა, მათი პროექტებისა და ინიციატივების მხარდაჭერა

მოთხოვნები

ვის ვეძებთ?

სტრატეგიულად მოაზროვნე გუნდის წევრს, რომელიც ეფექტურად მართავს პროექტებს და არის ამბის საინტერესოდ მთხრობელი.

მნიშვნელოვანია, რომ:

  • გქონდეს მარკეტინგის, PR-ის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. (უპირატესობად ჩაითვლება შიდა კომუნიკაციებში ან Employer Branding-ის, მიმართულებით გამოცდილება)
  • შეგიძლია სხვადასხვა როლისა და რგოლის ადამიანებთან ეფექტური კომუნიკაცია
  • შენი ძლიერი მხარეა კომპლექსური პროექტების მართვა
  • ხარ ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული
  • ხარ ემპათიური და ადამიანებზე ორიენტირებული
  • გაქვს კრეატიული და ინოვაციური აზროვნება
  • შეგიძლია როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდურად მუშაობა
  • შეგიძლია სწრაფად ადაპტირება და გადაწყვეტილებების მიღება
  • გქონდეს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა

დამატებით უპირატესობად ჩაითვლება თუ გაქვს:

  • დამსაქმებლის ბრენდინგის კამპანიებზე მუშაობის გამოცდილება
  • თანამშრომელთა ჩართულობის ან ორგანიზაციული კულტურის პროექტების მართვის გამოცდილება
  • კონტენტის შექმნის მიმართულებით გამოცდილება

რა დაგხვდება თიბისიში?

  • ძლიერი გუნდი და ძლიერი ორგანიზაციული კულტურა
  • შესაძლებლობა, რეალური გავლენა მოახდინო თანამშრომლის გამოცდილებაზე
  • მასშტაბური და საინტერესო პროექტები
  • მუდმივი განვითარებისა და სწავლების შესაძლებლობა