კორპორატიულ მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალისტი — IBEX logistics

IBEX logistics — ლოგო
IBEX logistics

კორპორატიულ მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია "Ibex Logistics" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიულ მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, 0112

სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით / 10:00-18:00 (13:00-14:00 შესვენება)

ანაზღაურება: ფიქსირებული და ბონუსი.

ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები:

  • პოტენციური კლიენტების მოძიება;
  • შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;
  • გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
  • შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
  • კომპანიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით ყოველდღიური საქმიანობით დაგეგმვა და შესრულება;
  • კომპანიის მიერ დასახული ამოცანების ჯეროვნად შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომპიუტერით მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Outlook/E-mail);
  • სამუშაო გამოცდილება ლოგისტიკის და გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1-2 წელი;
  • აუცილებელია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (ორივე ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად);
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალური, კომუნიკაბელური;
  • სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დროის ეფექტური განაწილება;
  • სტრესულ სიტუაციებში მობილიზების უნარი და სწორი გადაწყვეტილებების მიღება;
  • გაუთვალისწინებელი შემთხვევების ეფექტიანი მართვის უნარი.