კორპორატიულ კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი
არამექს ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას კორპორატიულ კლიენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტთა მოთხოვნების მართვა cargo გადაზიდვებთან დაკავშირებით (საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ლოგისტიკა);
- ჯავშნის (booking) მართვა, გზავნილების თვალყურის დევნება და მიწოდების კოორდინაცია;
- ესკალირებული საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის: დაგვიანებები, საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული პრობლემები და დოკუმენტაციის შეცდომები;
- ეფექტური კოორდინაცია ოპერაციულ გუნდებთან, სატვირთო პარტნიორებთან, საბაჟო ბროკერებთან და საწყობებთან;
- გზავნილის სტატუსის მონიტორინგი და კლიენტებისთვის დროული და პროაქტიული განახლებების მიწოდება;
- სატვირთო დოკუმენტაციის სიზუსტის უზრუნველყოფა (Air Waybill, Bill of Lading, ინვოისი, პაკინგ-ლისტი);
- გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა გეგმების შესასრულებლად - კლიენტების მოთხოვნების დამუშავებით, ტარიფების (quotation) მომზადებით და სერვისების შეთავაზებით;
- გაყიდვების გუნდთან თანამშრომლობა კლიენტების onboarding-ის, შენარჩუნებასა და upselling შესაძლებლობების იდენტიფიცირებაში;
- კორპორატიულ და საკვანძო კლიენტებთან ძლიერი და გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება.
განათლება და გამოცდილება:
- სასურველია ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში, ლოგისტიკაში, მიწოდების ჯაჭვის მართვაში ან მონათესავე სფეროში;
- აუცილებელია ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
- 1-2+ წლიანი გამოცდილება კლიენტთა მომსახურებაში, სასურველია ლოგისტიკის, cargo ან freight forwarding სფეროში;
- ცოდნა და გამოცდილება საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვებში ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსებს;
- კარიერული ზრდისა და შიდა დაწინაურების შესაძლებლობებს Aramex-ში;
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
- დინამიურ და სწრაფად განვითარებად საერთაშორისო სამუშაო გარემოს;
ფიქსირებული სახელფასო დიაპაზონი 2200-2500 + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: სრული (10:00-დან 18:00-მდე)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქეთევან დედოფლის 59.