კორპორატიულ კლიენტთა მომსახურების მენეჯერი- ქუთაისი
"ტელეკომ 1" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიულ კლიენტთა მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლობიან, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს კორპორატიული კლიენტების სრულფასოვან მომსახურებას, ადმინისტრაციული და ფინანსური პროცესების კოორდინაციას.
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
ძირითადი მოვალეობები:
- კორპორატიული კლიენტების კონსულტაცია და მომსახურება;
- ახალი კლიენტების რეგისტრაცია და მონაცემების დამუშავება;
- კომერციული შეთავაზებების, ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება;
- კლიენტების მოთხოვნების შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია;
- ინვოისების, მიღება-ჩაბარებებისა და სხვა ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება;
- ბილინგის სისტემაში გადახდების გატარება და აბონენტების ანგარიშების ადმინისტრირება;
- დავალიანებების მონიტორინგი და კლიენტებთან კომუნიკაცია ფინანსურ საკითხებზე;
- მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და პრობლემური საკითხების დროული გადაწყვეტა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
- სასურველია კორპორატიულ გაყიდვებში, კლიენტთა მომსახურებაში ან ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- უპირატესობად ჩაითვლება საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ბილინგის, ინვოისინგის ან ფინანსური ოპერაციების შესრულების გამოცდილება;
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
- გამართული ქართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
პიროვნული უნარები:
- კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობა და დისციპლინა.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- სტაბილურ და მზარდ კომპანიაში მუშაობას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- თანამედროვე ტექნოლოგიებთან და სატელეკომუნიკაციო სერვისებთან მუშაობის გამოცდილებას.