კოორდინატორი/რეგისტრატორი — მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი გამმა

მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი გამმა

კოორდინატორი/რეგისტრატორი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი "გამმა" აცხადებს ვაკანსიას კოორდინატორის/რეგისტრატორის პოზიციაზე თბილისში (ისანი, პატარძეულის 55).

სამუშაო საათები: 09:50-დან 18:00-მდე, არასამუშაო დღეებია: შაბათი-კვირა და სხვა ოფიციალური დასვენების დღეები.

ანაზღაურება: 1000.00 ₾ (ხელზე ასაღები თანხა).

მოთხოვნები:

  • საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა და გამართული მეტყველება;
  • რუსულ და ინგლისურ ენებზე მარტივი საუბარი;
  • წერითი და ვერბალური კომუნიკაციის და სოციალიზაციის კარგი უნარი;
  • ორგანიზებულობა და პრობლემის გადაჭრის კარგი უნარი;
  • დროის ეფექტური მართვა და ერთდროულად რამდენიმე საქმეზე ფოკუსირების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალობა.

ძირითადი მოვალეობები:

  • იყოს გულისხმიერი თანამშრომლებისა და სერვისის მისაღებად მოსული პირებისადმი;
  • უპასუხოს ტელეფონის ზარებს და სოციალურ ქსელში შემოსულ შეტყობინებებს;
  • მიიღოს წერილები და გადაამისამართოს შესაბამის ადრესატთან;
  • აწარმოოს მომსახურებების ყოველდღიური აღრიცხვა;
  • დაგეგმოს კონსულტაციების და კვლევების განრიგი.