კონცეპტუალური არქიტექტორი - შემოქმედებითი გუნდის წევრი — STIPFOLD

STIPFOLD — ლოგო
STIPFOLD

კონცეპტუალური არქიტექტორი - შემოქმედებითი გუნდის წევრი

₾2500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"სტიპფოლდი" ქმნის პროექტებს, რომლებიც შეესაბამება კომპანიის ხედვას და ფილოსოფიას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხზე ორიენტირებული, ინოვაციური იდეების გენერირება. კომპანიაში თითოეულ გუნდს, განსაზღვრული აქვს თავისი როლი და პასუხისმგებლობა, რაც ორგანიზებულად მუშაობის საშუალებას გვაძლევს.

შემოქმედებითი გუნდი წარმოადგენს სტიპფოლდის კვლევისა და ინოვაციის ბირთვს. აღნიშნული გუნდი ქმნის კომპანიის არქიტექტურულ და დიზაინის კონცეფციებს, რომლებიც შემდგომ კომპანიის სხვა წევრების მიერ გარდაიქმნება რეალურ პროექტებად. გუნდის მიზანია შეისწავლოს ახალი მიდგომები, განავითაროს დიზაინის ენა და შეიტანოს ინოვაცია თითოეულ პროექტში.

შემოქმედებითი გუნდის აღნიშნულ წევრს, ექნება საშუალება პარამეტრული არქიტექტურული პროგრამების გამოყენებით, მონაწილეობა მიიღოს იდეების და სტილის შექმნაში, რომლებიც განსაზღვრავს კომპანიის სამომავლო ხედვას.

სავალდებულო მოთხოვნები:

  • Rhino - ს სრულყოფილად ცოდნა;
  • Revit - ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • Grasshopper - ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მსგავს პოზიციაზე 1-3 წლამდე სამუშაო გამოცდილება;

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 2,500 ლარი;

სამუშაო საათები: ორშ-პარ 09:00-18:00

ეტაპები:

  • I ეტაპი - კანდიდატებთან გასაუბრება;
  • II ეტაპი - დავალების შესრულება.

შერჩეულ კანდიდატს დაუწესდება ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა.

https://www.stipfold.ge/

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ