კონტენტ მეიქერი
კომპანია „კასატრეიდი“ ლიდერია GPS მონიტორინგის, პარკინგის მართვისა და გადახდის სისტემების სფეროში.
ჩვენ ვქმნით სმარტ გადაწყვეტილებებს კერძო, ფინანსურ, სატრანსპორტო და სამთავრობო სექტორისთვის - და ახლა გვინდა ჩვენს გუნდში შემოვიყვანოთ კრეატიული ადამიანი, ვინც იდეებს რეალობად აქცევს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონტენტ მეიქერის პოზიციაზე.
თუ შენ:
- აზროვნებ კრეატიულად და გიყვარს ვიდეო და ფოტო კონტენტზე მუშაობა.
- სასურველია 1 წლიანი გამოცდილება კონტენტის შექმნაში ან ციფრულ მარკეტინგში.
- კარგად იცი როგორ მუშაობს Facebook Ads Manager და შეგიძლია სწორად ააწყო კამპანიები - სწორი სეგმენტაცია, ბიუჯეტი და შედეგებზე ორიენტირებული რეკლამა.
- იცნობ ბაზრის ტენდენციებს და ყოველთვის იცი რა მუშაობს დღეს.
- იცოდი როგორ გაზარდო reach, engagement.
რას გააკეთებ ჩვენთან:
- გადაიღებ და დაამონტაჟებ ვიდეოებს (რილსები, სთორები, ინტერვიუები).
- მოამზადებ ფოტო კონტენტს.
- შეიმუშავებ და მართავ კონტენტ-გეგმას.
- აწარმოებ რეკლამებს Facebook Ads Manager-ში (ტესტირება, აუდიტორია, შედეგები).
- იზრუნებ ბრენდის ვიზუალურ სტილზე.
- იმუშავებ გუნდთან ერთად, მოიფიქრებ ახალ იდეებს და ჩაერთვები გადაღებებში.
რა გელოდება ჩვენთან:
- კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილებისა და შედეგების მიხედვით.
- განვითარების და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა.
- ინოვაციურ და მეგობრულ გუნდთან მუშაობა.
- საინტერესო პროექტები.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 09:00 -18:00