კონტენტ კრეატორი/სოციალური მედიის მენეჯერი
კომპანია "CLC Elevator" - ლიდერი ლიფტების კომპანია საქართველოში, რომელიც მასშტაბური მარკეტინგული კამპანიების აღსრულების კუთხით თავის ინდუსტრიაში პირველი და ერთადერთი კომპანიაა. განხორციელებული 3000-ზე მეტი პროექტის საფუძველზე CLC ზრდის როგორც საკუთარ გუნდს ისე თავის საქმიანობას და ახორციელებს კავაკსიის რეგიონში პირველი ლიფტების ქარხნის მშენებლობას საქართველოში! ინოვაცია, გამოცდილება და ამბიცია - 2018 წლიდან დღემდე!
სამუშაო გრაფიკი: სრული
გრაფიკი: ჰიბრიდული
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
სამუშაო საათები: 10:00-19:00
სახელფასო ანაზღაურება: შეთანხმებით
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის ონლაინ პლატფორმების და სოციალური მედიის აქტიური მართვა;
- ყოველთვიური კონტენტის გეგმის შედგენა Facebook, Instagram და LinkedIn გვერდებისთვის ქართულ-ინგლისური ქოფით;
- კონტენტ გეგმის მიხედვით გრაფიკულ დიზაინერთან ერთად ვიზუალების მომზადება და განთავსება;
- ვიდეო-კონტენტის დაგეგმვა, გადაღება, მონტაჟი და განთავსება;
- პოსტების სარეკლამო აქტივობების განხორციელება (Ads Manager) მიზნობრივ აუდიტორიაზე შეთანხმებული ბიუჯეტით;
- ყოველთვიური სარეკლამო რეპორტინგი/ანალიტიკა, მათ შორის SEO სააგენტოსტან კომუნიკაცია და რეპორტინგის განხილვა;
- არსებული შეტყობინებების (Inbox /კომენტარები) კონტროლი;
- საჭიროების შეთხვევაში მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და აღსრულებაში მონაწილეობა;
- კამპანიის ჭრილში (საჭიროების შემთხვევაში), სარეკლამო მასალებისთვის ვიზუალების მომზადება გრაფიკულ დიზაინერთან ერთად და სარეკლამო სააგენტოსთან კომუნიკაცია;
- კომპანიის სიახლეების და მიმდინარე პროექტების ვებ-გვერდზე განთავსება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამოცდილება ციფრული მარკეტინგის/მარკეტინგის/კომუნიკაციის მიმართულებით (ვიდეო-კონტენტის შექმნის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- ქოფის გამართულად წერის უნარი;
- ინგლისური ენის კარგ დონეზე ცოდნა;
- Meta, Business Manager-ის ფლობა;
- Microsoft პროგრამების ცოდნა.
- B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
- ენერგიულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- საქმისადმი ენთუზიაზმი;
- კრეატიულობა და ინიციატორობა.
CLC Elevator გთავაზობს:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ზრდის საშუალებას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- სამუშაოს მრავალფეროვნებას და არა მოსაბეზრებელ რუტინას;
- ინდუსტრიის პირვლი უმსხვილესი მოთამაშის მიერ ამ ინდუსტრიის მარკეტინგული თვალსაზრისით ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანას.